დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
cover

სერვისი

შემოიარე დასავლეთ საქართველო


დასავლეთ საქართველო გამოირჩევა მდიდარი ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ტურისტული ადგილებით. ამ ტურის განმავლობაში ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ ულამაზეს ადგილებს და დაისვენებენ ჩვენს სასტუმრო კომპლექსში - პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა.

1 დღე

დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი სასტუმროში - პრომეთეს ეპიკ სასტუმრო და სპა

სასტუმროში განთავსება.

ვახშამი.

2 დღე - ოკაცეს და მარტვილის კანიონები, პრომეთეს მღვიმე

საუზმე.

ოკაცეს კანიონის და კინჩხას ჩანჩქერის მონახულება. ოკაცეს კანიონი შედგება დადიანების ტყე-პარკისა და კანიონზე არსებული კიდული საფეხმავლო ხიდისგან. საფეხმავლო ხიდიდან იშლება კანიონის პანორამული ხედები. ოკაცედან 6 კმ-ში მოვინახულებთ კინჩხას კასკადურ ჩანჩქერს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია საქართველოში.

სადილი.

მარტვილის კანიონის მონახულება. ჩვენი სტუმრები დაათვალიერებენ კანიონს და ნავით გაცურავენ მის ულამაზეს ხეობაში.

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი მღვიმეა. ის გამოირჩევა სტალაქტიდებისა და სტალაგმიტებით სიმრავლით, გაქვავებული მდინარეებით და სხვა მიწისქვეშა ბუნებრივი ფორმების სილამაზით. მღვიმეში არის საფეხმავლო და სანაოსნო მონაკვეთები.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

3 დღე - კურორტი საირმე და ზეკარის უღელტეხილი

საუზმე.

გამგზავრება კურორტ საირმის მიმართულებით.

კურორტი საირმეში მთებითა და ტყეებითა გარშემორტყმული და წლიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია. საირმეში შესაძლებელია დავაგემვნოთ რამდენიმე სახის სამკურნალი მინერალური წყალი. ასევე შესაძლებელია ცხელი გოგირდის წყლის აუზებში ბანაობა.

სადილი.

გავემგზავრებით ზეკარის უღელტეხილის მიმართულებით. ზეკარის უღელტეხილი ზღვის დონიდან 2180 მეტრზე სუბალპურ ზონაში მდებარეობს. მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში შესაძლებელია ვეწვიოთ ადგილობრივ მწყემსებს და მათგან შევიძინოთ უგემრიელესი სულგუნი და თაფლი. გზად შეგვხვდება ულამაზესი ხედები.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

4 დღე - სათაფლიის ნაკრძალი, ქუთაისის სითი ტური, მოწამეთას და გელათის მონასტრები

საუზმე.

სათაფლიის ნაკრძალის და მღვიმის დათვალიერება. ნაკრძალში შეგვიძლია დავათვალიეროთ დინოზავრის ნაკვალევი, კოლხური ტყის ბილიკები და სათაფლიის მღვიმე.

ქუთაისის სითი ტური - ქუთაისი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. სითი ტურის დროს გიდთან ერთად ფეხით შემოვივლით ქალაქის ცენტრს, დავათვალიერებთ ისტორიულ უბნებს და ქალაქის სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს.

ქუთაისის საფეხმავლო ტურის დასრულების შემდეგ, გადავაადგილდებით უქიმერიონის გორაზე და დავათვალიერებთ ბაგრატის ტაძარს, რომელიც 1003 წელს ააშენა გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-ემ. ტაძარი შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

ქუთაისიდან დავიძვრებით მოწამეთას მონასტრის მიმართულებით. მონასტერი აგებულია VIII-XI საუკუნეებში, ის მდებარეობს მდინარე წყალწითელას ულამაზეს ხეობაში.

სადილი.

გელათის მონასტერი, დაარსებულია უდიდესი ქართველი მეფის დავით IV აღმაშენებლის მიერ. მისი მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და 1130 წელს დასრულდა. გელათის მონასტერი იყო საქართველოს რელიგიური, კულტურული ცენტრი და განათლების ცენტრი. გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

5 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სასტუმროს კომპლექსში არსებული ღვინის მუზემუმის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

6 დღე - ვანის ანტიკური ხანის ნაქალაქარი და მუზეუმი

საუზმე.

გამგზავრება ვანის მიმართულებით. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ანტიკური ნაქალაქარი, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში. ნაქალაქარში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი მაღალგანვითარებული კულტურა ცხადყოფს, რომ კოლხეთის მითიური ქვეყანა, სადაც იაზონმა და არგონავტებმა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იმოგზაურეს, სწორედ ამ რეგიონში მდებარეობდა. საქართველოს არქეოლოგიური საგანძურის დიდ ნაწილს სწორედ ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილი ოქროს ფონდი წარმოადგენს. მუზეუმის ექსპოზიცია მოიცავს პერიოდს ძვ. წ. VIII-დან I ს-ის ჩათვლით. აქვეა ექსპოზიცია, რომელიც ვანის სატაძრო ქალაქად ყოფნას ასახავს. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია არქიტექტურა, ოქრომჭედლობა, ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ფრაგმენტები.

დიხაშხოს გეიზერი. გეიზერის ცხელი წყალი მიწიდან ამოედინება და მისი დაგროვება ხდება  ხელოვნურად მოწყობილ 2 აუზში. მისი უნიკალური ვიზუალის, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების გამო დიხაშხოს გეიზერი ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე საყვარელი ადგილია იმერეთის რეგიონში.

სადილი - პიკნიკი ბუნებაში.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

7 დღე - მთიანი რეგიონი რაჭა

საუზმე

გავემგზავრებით საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მთიან რეგიონში - რაჭაში.

ცხრაჯვარის მთის მონახულება. ცხრაჯვარი მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე. ეს არის ულამაზესი 3 კილომეტრიანი საშუალო სირთულის საფეხმავლო ბილიკი. ცხრაჯვარზე ასვლისას მოვექცევით ღრუბლებს ზემოთ და კარგი ამინდის შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება დავტკბეთ იმერეთის ხეობის ულამაზესი ხედებით.

შაორის ტბის მონახულება. შაორის ტბა გარშემრტმულია ტყეებით და მთებით, რაც მას მიმზიდველ სანახაობად ქმნის წელიწადის ნებისმიერ დროს.

ნიკორწმინდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების შედევრია. აგებულია XI საუკუნის დასაწყისში, 1010-1014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორაციულ გაფორმებას. სწორედ ამ მხრივ ნიკორწმინდის დეკორი ქართული მონუმენტური პლასტიკის მიღწევაა.

სადილი

ბარაკონის ეკლესიის მონახულება — ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჭაში.

გამგზავრება ონის მიმართულებით. ონი ზემო რაჭის პატარა ქალაქია. აქ დავათვალიერებთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს. აქ დაცულია უნიკალური ექსპონატები ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით. ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

8 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

9 დღე - სვანეთი-საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარე.

05:00 გამგზავრება სვანეთში. სტუმრებს მიეწოდებათ ლანჩბოქსები.

 სვანეთი - საქართველს ეს ულამაზესი მთიანი რეგიონი კავაკასიაში და არა მარტო კავკასიაში ერთ - ერთი ყველაზე მაღალ მთიანი დასახლებული ადგილია.

გზად მოვინახულებეთ ენგურჰესის კაშხალს, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტში წევრია.

მესტიის მონახულება. მესტია სვანეთის პატარა ქალაქია, რომელიც  საოცარი, ულამაზესი ბუნებითა და კულტურული ძეგლების სიმრავლით გამოირჩევა. სტუმრები დაათვალიერებენ უნიკალურ სვანურ კოშკებს, რომლებიც XIII საუკუნით თარიღდება. სვანური კოშკები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია. მესტიიდან იშლება კავკასიონი მწვერვალებისა და ულამაზესი სოფლების ხედები.

სადილი - უგემრიელესი სვანური სამზარეულო

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

10 დღე - თავისუფალი დღე, დასვენება სასტუმროში

საუზმე.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

სადილი სასტუმროს რესტორანში.

დასვენება სასტუმროში - აუზი, ჯაკუზები, საუნა.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

11 დღე - ბათუმი-დასვენება შავ ზღვაზე

06:00 გამგზავრება ბათუმის მიმართულებით. სტუმრებს მიეწოდებათ ლანჩბოქსები. 

ბათუმი დასავლეთ საქართველოში, აჭარის რეგიონში მდებარეობს. იგი ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია მოელვარე სანაპიროებითა და მომხიბვლელი გარემოთი.

გონიოს ციხის მონახულება. გონიოს ციხე I საუკინით თარიღდება. მას უნიკალური სტრატეგიული მდებრეობა ქონდა და აკავშირებდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან. სხვა ღირსშესანიშნავ არტეფაქტებთან ერთად აქ შემორჩენილია რომაული გარნიზონის და რომაული აბანოს ნაშთები.

ბათუმის ბულვარი.

სადილი - უგემრიელესი აჭარული სამზარეულო.

დასვენება ბათუმის სანაპიროზე.

დაბრუნება სასტუმროში.

ვახშამი სასტუმროს რესტორანში.

12 დღე

საუზმე.

ტრანსფერი აეროპორტში.



wishlistსურვილების სიაში დამატება